პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.
ინიციატივის ფარგლებში, ცვლილება “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და “საგადასახადო კოდექსში“ შედის.
მთავრობის პროექტის მიხედვით:
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გადახდილი თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი, ასევე ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერით, მიღებული სარგებელი.
მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული საერთო ჯამში დაახლოებით 5.9 მლნ ლარს შეადგენს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში არ მიიმართება.
მთავრობის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ აგვისტოს მდგომარეობით, გადასახდელი სწავლის საფასურის განულების სურვილი 26-მა კერძო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გამოთქვა, ხოლო დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 14 ათასამდე სტუდენტზე დაახლოებით 17.0 მლნ ლარი შეადგინა. 18 სახელმწიფო უნივერსიტეტში დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 13 ათასამდე სტუდენტზე დაახლოებით 12.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამში, 29.5 მლნ ლარია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.