პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის დღევანდელი მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს
პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის დღევანდელი მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს:
ბატონო შალვა,
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში
ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით
გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც
დიდი სამუშაოა გასაწევი.
შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“
მოგმართავთ, დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების
ინიცირება. ასევე, გამოვხატავთ მზაობას, კვლავ მივიღოთ მონაწილეობა ევროკავშირის
რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში.
მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი დათქმა სწორედ
პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებითი ბრძოლაა - მათ შორის პარლამენტში
ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით
საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.