Jump to content
Planeta.Ge

2024-ში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება და 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება — კალაძე


2024 წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 15 ნოემბერს განაცხადა. კალაძის თქმით, რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად დაიყოფა და თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდება.

„პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქციული ნაწილები, იმიტომ, რომ არის ისეთი შენობები რომლებიც საჭიროებს გამაგრებას, ძველი შენობებია. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება. მოწესრიგდება ფასადზე ქაოტურად არსებული კომუნიკაციების ქსელები“, — ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, „შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით“, გაამაგრებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას.

„ამ თვალსაზრისით გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო. საგზაო სამუშაოები ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება“, — განაცხადა კახა კალაძემ.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...