მიშა დაუშვილი - "ოცნების" მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამ დროს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც მზარდია არის გახარია და მისი გუნდი, ამიტომაც არიან ძალიან გაღიზიანებული (ვიდეო)
“პარტიულ ორგანიზაციას რაღაც კვლევას ატარებინებენ და გამოაქვთ რაღაც ფეიკ მონაცემები გარეთ, მაგრამ რეალობა რა არის ზუსტად იციან და ხედავენ. რეალობაა, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამ დროს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც მზარდია არის გახარია და მისი გუნდი, ამიტომაც არიან ძალიან გაღიზიანებული.
ერთის მხრივ “ოცნება” ცდილობს გახარიას დისკრედიტაციას, მეორეს მხრივ, კი აძლიერებს “ნაც.მოძრაობას”. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათთვის მთავარი კომფორტული ოპონენტი “ნაც.მოძრაობაა”, რადგან ფარული ალიანსი აქვთ. როცა “ოცნებას” რაღაც გაუჭირდება, მაგალითად პარლამენტსა თუ საკრებულოებში, ზუსტად იციან “ნაც.მოძრაობა” მათი მაშველი რგოლი იქნება.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.