„ოცნება“ გინტურის მკვლელობაზე ოპოზიციის რეზოლუციის პროექტს მხარს არ უჭერს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების სახელების შეყვანას თვალისწინებს.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნების“ პრინციპული პოზიციაა, რომ მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის არცერთ დოკუმენტს, რომელიც ოკუპაციასა და საგარეო პოლიტიკას ეხება.
„ჩვენი პოზიცია ოკუპაციასთან და აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით აბსოლუტურად პრინციპულია და ამას დამატებითი მტკიცება, დადასტურება არ სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციის დოკუმენტებს, რომლებიც ეხება საგარეო პოლიტიკას, ოკუპაციას და ა.შ. ჩვენ ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის წინ ვთქვით, რომ არცერთ მათ დოკუმენტს პრინციპულად არ დავუჭერთ მხარს. ზოგადად, მათი პოლიტიკის მიზანი საგარეო კუთხით, ოკუპაციის კუთხით არის, რომ რამე პროვოკაციებში, პრობლემებში გახვიონ ჩვენი ქვეყანა. ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, ჩვენ პრინციპულად მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიაში თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანას ითვალისწინებს. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს, აღნიშნული სია საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყენოს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.