Jump to content
Planeta.Ge

ეხო კავკაზა: მახაჩკალის აეროპორტში თბილისიდან Georgian Airways-ის რეისი გამოჩნდა


ხო კავკაზა-ს ცნობით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მახაჩკალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. ინფორმაცია მახაჩყალის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე, განრიგშია გამოქვეყნებული. მასში ნათქვამია, რომ რეისები 2023 წლის 23 ნოემბრიდან 2024 წლის 30 მარტამდე კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

ინფორმაცია, რომ Georgian Airways გეგმავს ფრენების განხორციელებას თბილისსა და მახაჩკალას, ასევე თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს (10 დეკემბრიდან), ბათუმსა და მოსკოვს (12 დეკემბრიდან) შორის, ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე გავრცელდა.

Georgian Airways-ს, ისევე როგორც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას ახალი ფრენების დაწყების შესახებ ჯერ არ განუცხადებიათ. ამჟამად ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს თბილისსა და მოსკოვს შორის ახორციელებს.

რუსეთსა და თბილისს შორის ფრენებს რუსული ავიაკომპანია Azimut Airline-იც ახორციელებ. რეისებია: მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი, სოჭი–თბილისი–სოჭი; მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი; Минеральные Воды – თბილისი – Минеральные Воды.

2023 წლის 10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.

19 მაისს განხორციელდა პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისში.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოს დემარში გამოუცხადა ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...