ანა ბუჩუკური - ხელისუფლება რეკომენდაციების ერთობლივად შესრულებაზე საუბრის ნაცვლად, საზოგადოების დაქსაქსვითა და პოლიტიკური სპექტრის დაპირისპირებით არის დაკავებული (ვიდეო)
“ქართველი ხალხის მიზანი არის ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი დავალება გვაქვს შესასრულებელი. რადიკალური ხელისუფლება და ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ერთმანეთს, რომ ეჯიბრებიან ვინ უფრო ევროპელია და ვინ უფრო ევროპულად იქცევა, სინამდვილეში ახლა რეკომენდაციების ერთობლივად შესრულებაზე უნდა გვესაუბრებოდეს. ხელისუფლება კი ნაცვლად ამისა, საზოგადოების დაქსაქსვითა და პოლიტიკური სპექტრის დაპირისპირებით არის დაკავებული.”
ანა ბუჩუკური, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.