Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - არ გვეძლევა პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების უფლება, რაც წესით უზრუნველყოფილია კონსტიტუციით (ვიდეო)


“არ გვეძლევა პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების უფლება, რაც წესით უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. მოგეხსენებათ, დაინიცირებული გვაქვს რეზოლუციის პროექტი ოჩამჩირის საზღვაო სამხედრო ბაზაზთან დაკავშირებით, რაზეც ჯერ კიდევ ველოდებით, მოხვდეს დღის წესრიგში. ასევე მეორე რეზოლუცია, რომელიც ეხება საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობას, ფორმალურად დააწერეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” 29 კორესპოდენცია, რომელიც გულისხმობს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, არის ვადაგადაცილებული. საპარლამენტო ინიციატივების ნაწილში, ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ არის გადადებული ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტები. ეს კი ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ ჩვენი მოვალეობები, ხელოვნურად ხელის შეშლის საფუძველზე.”


 ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...