მოლდოვაში 2023 წელს ელექტროენერგია უკვე მეოთხედ გაიაფდა
მოლდოვის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს ელექტროენერგიის ტარიფი მომხმარებლებისთვის. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახური იტყობინება.
ამრიგად, კომპანია Premier Energy-ს აბონენტებისთვის (მოლდოვის ცენტრსა და სამხრეთში) ტარიფი 7%-ით შემცირდა - 1 კვტ/სთ-ზე 2,57 ლეიდან ($0.95) 2,39 ლეი-მდე ($0.88), ხოლო FEE Nord კლიენტებისთვის (მოლდოვის ჩრდილოეთში) - 10%-ით, 3,2 ლეიდან ($1.18) 1 კვტ/სთ-ზე 2,88 ლეი-მდე ($1.06) გაიაფდა.
ANRE-ს პოზიციით, ფასის ცვლილების მიზეზები იყო ელექტროენერგიის საშუალო შესყიდვის ფასის შემცირება დაახლოებით 3-4%-ით, მისი შესყიდვის მოცულობის პროგნოზების ცვლილება, ასევე ეროვნული ვალუტის საშუალო გაცვლითი კურსის გამყარება.
ოფიციალური გაცვლითი კურსი 10 ნოემბრის მდგომარეობით არის 17,9 ლეი/$1. მოლდოვაში ელექტროენერგიის ტარიფი 2023 წელს პირველად იანვარში, მეორედ აპრილში და მესამედ ივლისის დასაწყისში შემცირდა.
კომერსანტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.