Jump to content
Planeta.Ge

როგორ განაწილდა პარტიების მხარდაჭერა Edison Research-ის გამოკითხვაში


ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია Edison research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით,  კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება – 37%
  • ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 21%
  • საქართველოსთვის – 9%
  • ლელო – 5%
  • გირჩი/დროა – 4%
  • ლეიბორისტული პარტია – 4%
  • ხალხისთვის – 4%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
  • ალტ-ინფო – 3%
  • ხალხის ძალა – 3%
  • მოქალაქეები – 3%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3%
  • ევროპული საქართველო – 1%
  • სხვა – 1%

„ფორმულას“ ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...