როთი: რეკომენდაცია სტატუსის მინიჭებაზე მთავრობამ არ დაიმსახურა, ეს იყო საჩუქარი ხალხისთვის
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მთავრობას არ დაუმსახურებია.
გერმანელი პოლიტიკოსის შეფასებით, რეკომენდაცია, უპირველეს ყოვლისა, საჩუქარია ქართველი ხალხისთვის.
„საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა გააკეთა სტატუსის დასამსახურებლად. მთავრობა დისტანცირებულია ევროკავშირისგან და ბლოკის ღირებულებებისგან. რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ, როგორც საჩუქარი პრო-ევროპული სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ხალხისთვის“, – წერს როთი.
8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.