Edison Research: ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე
Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო არის უმუშევრობა, 45% ფასების ზრდას ასახელებს, 43% კი სიღარიბეს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო (რამდენიმე პასუხი), პასუხები ასე გადანაწილდა:
- უმუშევრობა – 47%
- ფასების ზრდა – 45%
- სიღარიბე – 43%
- ოკუპირებული ტერიტორიები – 25%
- ემიგრაცია – 19%
- განათლება – 18%
- ნარკოტიკების უკანონო მოხმარება/გავრცელება – 15%
- ჯანდაცვა – 13%
- რუსების მიგრაცია საქართველოში – 13%
- ომი უკრაინაში – 8%
- ევროინტეგრაცია – 8%
- კორუფცია – 8%
- კრიმინალი – 7%
- გარემოს დაცვის პრობლემები – 3%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.