Edison Research: მოსახლეობის 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას, 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.
კითხვაზე, გსურთ, რომ „ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია (ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 68%
- ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 32%
სექტემბერში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები), 33%-ს კი უმრავლესობაში „ქართული ოცნების” დარჩენა ერჩივნა.
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 86% „ნამდვილად აპირებს”, მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ამასთან, მოსახლეობის 60%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 40% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.