სენატის საგარეო კომიტეტი: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტი წერს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან.
ამ განცხადებით კომიტეტი გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციებს, მიენიჭოს საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გაწევრების გზაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდნენ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ამასთან, ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით გასცა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.