Jump to content
Planeta.Ge

„კარგი ამბავია“ – აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტი სტატუსის მონიჭების რეკომენდაციაზე


აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ეხმაურება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს „კარგი ამბებია“, ვინაიდან „უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“.

8 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...