Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" - მადლობა ქართველ ხალხს! მადლობა თქვენ, რომ არაერთხელ შეუპოვრად დაუმტკიცეთ მსოფლიოს ის, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი!


"მადლობა - ქართველ ხალხს!
დღევანდელი დღე ეკუთვნის ქართველ ხალხს! მადლობა თქვენ, რომ არაერთხელ შეუპოვრად დაუმტკიცეთ მსოფლიოს ის, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი! მადლობა, რომ ამისთვის უმძიმესი ფასის არაერთხელ გადახდის მიუხედავად, ურყევად რჩებით თავისუფლების ერთგულად და გესმით, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ ევროპასთან ერთად.
მადლობა - ევროპელ ხალხს!
იმისთვის, რომ ხედავთ ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები! დიახ, ასე იქცევიან მეგობრები - რომლებიც სირთულეების მიუხედავად, გვერდში უდგანან საკუთარ მეგობრებს!
ახლა ერთიანობის და მუშაობის დროა!
ახლა ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ლიდერის სტატუსი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესში! ამას ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს!
სწორედ ერთიანობაა ახლა ქართველი ხალხის დავალება! იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი წინაპრების მიზანს და აღვასრულოთ ჩვენი შვილების ოცნება; იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში და გავიდეთ სამშვიდობოს ყველაზე მოკლე გზა არის ერთიანი ძალისხმევა!
მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ საქართველოსთვის! ჩვენს წინსვლას ევროპისკენ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს!
ვინც გაიაზრებს, ქართველი ხალხის დავალებას - ძალიან კარგი, და ვინც ამას ვერ გაიაზრებს, ის იქნება ქვეყნის და შესაბამისად, ჩვენი მტერი და ეს იქნება წყალგამყოფი ჩვენთვის! 2024 წელიც ძალიან მალე მოვა!"


პარტია "საქართველოსთვის"

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...