ნატა საბანაძე - რეკომენდაციები, რომლის შესრულებასაც ჩვენგან ითხოვენ, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს სწორედ რეჟიმის დამსხვრევისკენ და ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი (ვიდეო)
"ის დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, ის ჰიბრიდული ტიპის რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა, სადაც ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში და გადაწყვეტილების მიღება ყოველ დღე უფრო და უფრო არადემოკრატიულია, საგარეო კურსი შეიძლება შეიცვალოს, გადაიხაროს ისე, რომ არანაირი კონსულტაციები არ ჩატარდეს საზოგადოებასთან, არ იყოს ჩართულობა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, მათ შორის ოპოზიციის. ის დამოკიდებულება, რომ ძალაუფლება არის განუყოფელი და ერთადერთი, შუასაუკუნეობრივი აბსოლიტარიზმის პრინციპით გამომდინარე, რომ არანაირი გაყოფა არ შეიძლება, ეს თავისთავად ძალიან ეწინააღმდეგება ევროპული დემოკრატიის პრინციპებს, ასევე ეწინააღმდეგება ჩვენი მომავალი განვითარების სურვილს. რეალურად ეს რეკომენდაციები, რომლის შესრულებასაც ჩვენგან ითხოვენ, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს სწორედ ამ ტიპის რეჟიმის დამსხვრევისკენ და ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ ამას გააკეთებს ის ხელისუფლება, რომელმაც თვითონ შექმნა ეს რეჟიმი, ალბათ არ იქნება სწორი.
ნატა საბანაძე, საერთაშორისო უეთიერთობების სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Research Fellow).
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.