მიშა დაუშვილი - “ოცნება” თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით მარტო გვტოვებს რუსეთთან (ვიდეო)
“რუსეთი ჩვენი მტერი და ოკუპანტია, ის დღესაც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმის “ოცნება” რუსეთის აგრესიას სახელს რატომ ვერ არქმევს.
მსგავს ვითარებაში ჩვენი გამოსავალია ერთი, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, მეორე გავძლიერდეთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით. “ოცნება” კი თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით მარტო გვტოვებს რუსეთთან. რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს იმას, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირებას ვერ მოახდენ, ვერც შენს თავს და მოქალაქეებს ვერ დაიცავ.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.