Jump to content
Planeta.Ge

ნატა საბანაძე - რეალურად ომი არ დასრულებულა 2008 წელს. რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ამ დრომდე, ამის ერთ-ერთი გამოვლინება სამწუხაროდ არის მსხვერპლი (ვიდეო)


“რეალურად ომი არ დასრულებულა 2008 წელს. რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ამ დრომდე, ამის ერთ-ერთი გამოვლინება სამწუხაროდ არის მსხვერპლი. მტერი ვინ არის ძალიან ნათელია, რუსეთი. კონფლიქტი მოუგვარებელია, საქართველო მარტო ვერ მოახერხებს რუსეთთან გამკლავებას, ამის გამოცდილება გვაქვს. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა, მეგობრების დარაზმვა, მაგრამ იმისთვის, რომ დაირაზმონ მეგობრები უნდა გყავდეს. ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ბოლო დროს კი ამ საკითხში მოვიკოჭლებთ.
არ შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია, უსაფრთხოება იყოს შიდაპოლიტიკური გარჩევის საგანი, მით უმეტეს, როცა ტრაგიკული შემთხვევა გვაქვს. საჭიროა ერთიანი პოზიციის შემუშავება და უნდა ვაჩვენოთ ოკუპანტს და ამასთან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ერთობა.”


 ნატა საბანაძე, საერთაშორისო უეთიერთობების სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Research Fellow).

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...