ჩვენ ვერ დავუხურავთ საქართველოს EU-ს კარს - ანა ფოტიგა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს კარს ვერ დაუხურავს, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული შემაშფოთებელი ნაბიჯისა.
როგორც ფოტიგა წერს, გაფართოების პოლიტიკა რჩება ძირითად ინსტრუმენტად ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
„გაფართოების პოლიტიკა რჩება ძირითად ინსტრუმენტად ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. ეს არის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ არ გვაქვს უფლება გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში.
დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. მე ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა.
ჩვენ არ შეგვიძლია დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ მის წინსვლას ევროკავშირის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია“, – წერს ანა ფოტიგა.
ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ხვალ, 8 ნოემბერს გამოქვეყნდება. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.