ბექა ლილუაშვილი - აბსოლუტურად აღარაფერი არ დარჩა “ოცნებისგან” ისეთი, რაც მათ განასხვავებდა “ნაც.მოძრაობისგან” და რის გამოც მათ ჰქონდათ დიდი მხარდაჭრა საქართველოს მოქალაქეებისგან (ვიდეო)
“აბსოლუტურად აღარაფერი არ დარჩა “ოცნებისგან” ისეთი, რაც მათ განასხვავებდა “ნაც.მოძრაობისგან” და რის გამოც მათ ჰქონდათ დიდი მხარდაჭრა საქართველოს მოქალაქეებისგან.
“ოცნება” გადმოვიდა შეტევაზე ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებსაც ებრძოდა 2011-12 წლებში. ჩვენი საკრებულოს წევრს და მის არასრულწლოვან შვილს იარაღები დაადეს, მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს, კიდევ არის მსგავსი ფაქტები, რომლებიც ზეწოლასა და მუქარას მოიცავდა.
ვეტყვი “ოცნებას”, ჩვენ იმდენად დიადი და ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიზანი გვაერთიანებს, მათი ჩანერგილი თუ მოსყიდული ადამიანების გამოცლით კი არ გვაზიანებენ, არამედ აბეტონებენ საკუთარ პოლიტიკურ შლეიფს და იმას, რომ ერთი-ერთში დაემსგავსნენ “ნაც.მოძრაობას” და მათი ადგილი პოლიტიკაში უკვე აღარ არის.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.