Jump to content
Planeta.Ge

სასამართლო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს


თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 ნოემბერს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება.

გასულ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, სასამართლო სათათბიროდ გავიდა განაჩენის გამოსატანად.

დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია, ვინაიდან მათი თქმით, პროკურატურას საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს. ბრალდების მხარის განცხადებით კი, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი, შესაბამისად, მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი

სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი.

ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...