Jump to content
Planeta.Ge

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრს, ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრს, ამიჩაი ელიაჰუს მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლებამოსილება შეუჩერა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამიჩაი ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამას“ შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა ღაზას სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენება, უპასუხა, რომ ღაზაზე ბირთვული ბომბის ჩამოგდება კრიზისთან გამკლავების „ერთი გზაა“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრის განცხადება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის რეალობას მოწყვეტილია.

"ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები მოწყვეტილია რეალობას. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანის მიყენება უდანაშაულო ადამიანებისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას გამარჯვებამდე“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...