„რეალობასაა მოწყვეტილი“ – ნეთანიაჰუ ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მინისტრის განცხადებაზე
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მემკვიდრეობის მინისტრის, ამიჩაი ელიაჰუს განცხადებები ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „რეალობასაა მოწყვეტილი“.
„ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები რეალობასაა მოწყვეტილი. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტებით, რათა ზიანი არ მიადგეს [ომში] არჩართულ ხალხს. ასეც გავაგრძელებთ გამარჯვებამდე“, – ციტირებს პრემიერის განცხადებას „თაიმს ოფ ისრაელ“.
ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენება „ერთ-ერთი შესაძლებლობაა“.
გამოცემის ცნობით, ელიაჰუ ექსტრემისტული პარტიის წევრია და არ შედის საომარი პერიოდის კაბინეტში, რომელიც სამხედრო გადაწყვეტილებებს იღებს. იგი ასევე უარყოფს, რომ ღაზას სექტორში უდანაშაულო სამოქალაქო პირებიც არიან და მიიჩნევს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს „არ აქვს არსებობის უფლება“.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.