უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილს ბრალი წაუყენა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილს რუსეთის აგრესიის პროპაგანდისთვის ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც Kyiv Independent წერს, პატრიარქ კირილისთვის ბრალის დაუსწრებლად წაყენების შესახებ განცხადება უსაფრთხოების სამსახურში დღეს, 4 ნოემბერს გააკეთეს. უწყების განცხადებით, რუსეთის პატრიარქი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მმართველების გარემოცვის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში საჯაროდ დაუჭირა მხარი.
გამოცემის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ პატრიარქი კირილი იყენებს მის დაქვემდებარებულ პირებს როგორც რუსეთის ეკლესიაში, ასევე მასთან დაკავშირებულ მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინაში, რათა კრემლის პროპაგანდა გაავრცელოს. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის პატრიარქი კრემლის პროპაგანდას ხშირად აჟღერებს საკუთარ ქადაგებებში გასული წლის მარტში კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ გაამართლა და რუსეთის არმია დალოცა კიდეც.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: უკრაინა რუსეთთან დაკავშირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კრძალავს
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.