Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ქერჩში, რუსულ ხომალდს წარმატებულად დაარტყეს


უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელებმა ოკუპირებულ ქერჩში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე - „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გადამზიდზე - წარმატებული დარტყმა განახორციელეს.

”ვადასტურებ”, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.

მანამდე მან განაცხადა, რომ ელოდებოდა ინფორმაციის დადასტურებას ქერჩის „ზალივის“ გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე წარმატებული დარტყმის განხორციელების შესახებ, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი, „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გადამზიდი იყო განთავსებული.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...