ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია - მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ, როცა ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს წარადგენს
ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავს პროგრესს მიაღწიეთ. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ, როდესაც ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ანგარიშს წარადგენს,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლებსაც უკრაინა შუაგულ ომში ატარებს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი არსებობისთვის იბრძვით და ამავდროულად, ღრმა რეფორმებს ატარებთ საკუთარ ქვეყანაში. სასამართლო სისტემის რეფორმას ახდენთ, ოლიგარქების გავლენას ებრძვით, ფულის გათეთრებას ებრძვით…
ვიცი, რომ გამორჩეული რეფორმების დასრულების პროცესში იმყოფებით. თუ ეს მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაშინ გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე გადასვლის უკრაინული ამბიციური მიზანი მიღწეული იქნება,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.