Jump to content
Planeta.Ge

ღვინის კომპანიები „ოცნების" შემწირველებში


პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სექტემბერ-ოქტომბერში  შემოწირულების სახით  1 797 000 ლარი მიიღო. კერძოდ, სექტემბერში 431 000 ლარი, ხოლო ოქტომბერში – 1 366 000 ლარი.

აგვისტოში კი „ოცნებამ“ შემოწირულების სახით მილიონამდე თანხა, 867 000 ლარი მიიღო.

პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან [ფიზიკური პირი] მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისგან – 120 000 ლარს.

სექტემბერ-ოქტომბერში მმართველი პარტიის უმსხვილესი შემწირველები, ანუ ისინი, ვინც „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, იყვნენ: ირაკლი ბექაური, გიორგი მახათაძე, მამუკა მახათაძე, ვლადიმერ კახეთელიძე, უტა მოლაშხია, ზურაბ დუმბაძე, ლაშა გოგოლაძე, მარინა მურადაშვილი, ზურაბ კვირიკაშვილი, ზურაბ რამაზაშვილი, კახა ზუკაკიშვილი, გიორგი ბუბუტეიშვილი, პაატა ცისკარიშვილი.

იურიდიული პირებიდან შემწირველია სს „არქეოპოლისი” – მათ „ოცნებას“ 76 000 ლარი შესწირეს.

რას საქმიანობენ „ქართული ოცნების“ უმსხვილესი შემწირველები:

აგვისტო-ოქტომბრის შემწირველებზე დაკვირვებით თვალსაჩინოა ტენდენცია, რომ „ქართულ ოცნებას” აქტიურად სწირავენ ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების კომპანიების წარმომადგენლები.

ირაკლი ბექაური (60 000 ლარი) – ის სხვადასხვა კომპანიის დირექტორია, მათ შორის არის ღვინის და სხვა ალკოჰოლის კომპანიები. კერძოდ, ბექაური შპს ასკანელის, შპს ჯიესპი გრუპის, შპს გრუზსპირტპრომის, შპს კ და ქართული სპირტის, შპს საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებისა და ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირის დირექტორია;

გიორგი დამენია (შესწირა 50 000 ლარი) – ის ირაკლი ბექაურის თანადირექტორია კომპანიაში – შპს კ და ქართული სპირტი;

ზურაბ რამაზაშვილი (60 000 ლარი) – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ის დაკავშირებულია [დირექტორი ან/და მეწილე] შემდეგ კომპანიებთან: ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირი, შპს მწვანე რანჩო, სს თელავის ღვინის მარანი, შპს ივერიატრანზიტ, შპს ვინოტეკი;

კახა ზუკაკიშვილი (60 000 ლარი) – შპს ვინოტეკი; [აღნიშნულ კომპანიაში ზუკაკიშვილი და რამაზაშვილი პარტნიორები არიან];

გიორგი მახათაძე (60 000 ლარი) – ის სხვა კომპანიებთან ერთად, შპს „გაგრა პლუსის” მეწილე და დირექტორია. აღნიშნული კომპანია ალკოჰოლური სასმელებთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევა;

მამუკა მახათაძე (60 000 ლარი) ასევე დაკავშირებულია „გაგრა პლუსთან”. თავის მხრივ ის შპს ორიონ გრუპის მეწილე და დირექტორია;

პაატა ცისკარიშვილი (60 000 ლარი) – შპს თელავის მარანი, შპს 1000 ღვინო, შპს გურმანი, შპს ენოვინო;

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში შემწირველებს შორის იყო შპს მარნისკარის მეწილე ვაჟა ციგროშვილი (ორმაგი მოქალაქეობა, რუსეთის ფედერაცია); 40 000 ლარი აქვს შეწირული ასევე ამავე კომპანიის დირექტორს პაატა ბუზარიაშვილს.

ღვინის ბიზნესით იყო დაკავებული კიდევ ერთი შემწირველი შალვა შარმანაშვილი (60 000 ლარი);

აგვისტოში შემწირველებს შორის ასევე იყო  ნანი მენაბდიშვილი (60 000 ლარი), შპს წინანდლის ძველი მარნის მეწილე.

ასევე, ირაკლი უგლავა (30 000 ლარი) – შპს ასკანელი ძმების დირექტორი;

რობიზონ დავითაშვილი (30 000 ლარი), შპს ენისელის მარნის დირექტორი;

სერგეი სუმაროკოვი (40 000) – შპს ქართული ღვინის სახლი, შპს კახური ქვევრი, შპს მეღვინეობა მუკუზანი – დირექტორი;

ირაკლი ნანეიშვილი (30 000 ლარი) – შპს ძველი მარანის დორექტორი და მეწილე.

ირაკლი კოტეტიშვილი (50 000 ლარი) – შპს კიაზოს ღვინის ტრადიციები.

60 000-ლარიან შემწირველებს შორის არიან ასევე:

ვლადიმერ კახეთელიძე – შპს იოკა და შპს კვკ-ის დირექტორი, მეწილე;

უტა მოლაშხია – შპს მძიმე ტექნიკა, შპს ნიუ გრუპი, შპს ჰაივეი;

ზურაბ დუმბაძე – შპს „ახალი მშენებელი“, შპს ოლდ ბათუმი, შპს აჭარა აგროჯგუფი, შპს ნექსთ აპარტამენტი და სხვა;

ლაშა გოგოლაძე – შპს სასტუმრო თბილისი, შპს არქტური, შპს მწვანე ველი 22, შპს ზიპლაინი, შპს გარეჯი 2022 და სხვა;

მარინა მურადაშვილი – შპს როლსის დირექტორი და მეწილე;

ზურაბ კვირიკაშვილი – შპს ორბი, შპს წიქარა, შპს დეტექტორი;

გიორგი ბუბუტეიშვილი  შპს ანასა, შპს ბემი, შპს მცხეთის გუჯარი;

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...