Jump to content
Planeta.Ge

გახარიას პარტია ბალდის კანიონის საკითხის განსახილველად მარტვილის მერს საკრებულოში იბარებს!


ბალდის კანიონთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ბალდის მოსახლეობა აპროტესტებს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კანიონის ტერიტორიის აუქციონის გზით 40 წლიანი იჯარით შ.პ.ს. „კანიონი 350“-ს გადაცემის საკითხს.

მარტვილის საკრებულოს ფრაქციის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის აკაკი ხუნწელიას განცხადებით, ამ წუთებში ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, მოსახლეობა ინვესტორს სამუშაობის შესრულების საშუალებას არ აძლევს. 

აკაკი ხუნწელია: გუშინ 2 ნოემბერს ინვესტორმა მუშებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სოფელ ბალდის მაცხოვრებლებს 2 პირს, რომლებიც კარავში აპროტესტებდნენ ბალდის კანიონზე მიმდინარე უკანონო მშენებლობებს. დღეს მოსახლეობამ გადაკეტა გზა და არ უშვებს ინვესტორს სამუშაოების განსახორციელებლად, ამ დროისთვის მობილიზებულია პოლიცია.

ბალდის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას პროტესტის ნიშნად გაშლილი აქვს კარავი და მეთერთმეტე დღეა კარავში ათენებს ღამეს. მოსახლეობა ითხოვს, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას.

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე აუქციონის გამოცხადებამდე არ ჩატარებულა მოსახლეობასთან საჯარო განხილვა, თვითმმართველი ორგანოც, საკრებულო, საერთოდ არ ყოფილა ინფორმირებული. კანიონზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერიტორიის მიღმა (გავლებულია ღობე და განთავსებულია ჯიხური), რაც კანონდარღვევაა. 
აღნიშნულზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი, დააფიქსირა კანონდარღვევა, მაგრამ შემდეგ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ალექსანდრე მოწერელიამ სადეპუტატო კითხვებით მიმართა საქართველოს პარლამენტს:  
„მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალდაში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა კეთდება. თითქოს მისასალმებელია, თუმცა სინამდვილეში დიდი ვნებათაღელვა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ისევ ადგილი აქვს “ოცნების”ხელისუფლების არაკომპეტენტურობას, საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპების სრულ იგნორირებას, საეჭვო გარიგებას. მიუხედავად პროტესტისა, მოსახლეობის გამოსვლებისა, ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ დიალოგი აწარმოოს, საჯარო განხილვა ჩაატაროს, რაც არ ჩატარებულა სანამ ტერიტორიას გაასხვისებდნენ, ჯიუტად განაგრძობს დუმილს და პოლიციის მეშვეობით ცდილობს მოსახლეობის დაშოშმინებას.  სახეზეა კლასიკური მაგალითი დღევანდელი "ოცნების" ხელისუფლების სრული არაკომპეტენტურობის და უპასუხისმგებლობის. დიახ, ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ისე წარმართოს პროცესები, რომ ამან არ გამოიწვიოს დაპირისპირება მოსახლეობას, კერძო კომპანიას და სახელმწიფოს შორის. “

დეპუტატმა, ასევე, წერილობით არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა, არც ამასთან დაკავშირებით მიგვიღია პასუხები.

პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით, მარტვილის  მუნიციპალიტეტის მერს თორნიკე ჯანაშიას და თვითმმართველობის შესაბამის თანამდებობის პირებს ბალდის კანიონის  საკითხის განსახილველად საკრებულოში იბარებს!


პარტია „საქართველოსთვის“
 

386587140_629480176031627_9213717687233907349_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...