ზაზა თავაძე - აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მათი სინდიკატის წევრად მოსამართლეთათვის დადგენილ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ვერ აქცია
"აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მათი სინდიკატის წევრად მოსამართლეთათვის დადგენილ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ვერ აქცია და შესაბამისად, საგულისხმოა, რომ ერთხმად, ღირსეული მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი.
მოსამართლე გიორგაძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფლებამოსილების შეწყვეტა, ცალსახად განხილულ უნდა იქნეს დამუკიდებელი სასამართლოს და მოსამართლის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად, რაც კიდევ ერთი საფუძველია იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს 2024 წლის საპრლამენტო არჩევნებით ,,ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ამით ავტომატურად, ერთხელ და სამუდამოდ სასამართლოში მოკალათებული სანქცირებული კორუფციული სინდიკატის ამოძირკვა…
სიმართლის თქმის და არაფორმალური მმართველობის დასრულების დრო ახლოვდება…"
ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.