შალვა კერესელიძის კითხვები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს (ვიდეო)
შალვა კერესელიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს:
- ქალაქ მცხეთაში, შესასვლელთან ახალი ხიდის მშნებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ ბრძანეთ რომ გასულ წელს დასრულდებოდა, თუმცა 2023 წელი მიილია და ჯერაც არ დასრულებულა. რა ხდება ამ ხიდთან დაკავშირებით? როდის დასრულდება ხიდის მშენებლობა? უკვე ფართოდ გავრცელდა მოსახლეობაში აზრი, რომ კორუფციული გარიგებების ნიშნები შეიმჩნევა.
- უკვე ათი წელი გავიდა, რაც ქალაქი მცხეთა მორატორიუმის რეჟიმში ცხოვრობს, ამ პროცესის გამო ხშირია უკანონო მშნებელობები და დარღვევები. რამდენი ხანი უნდა იყოს კიდევ ეს ქალაქი ასეთ რთულ მდგომარეობაში?
- დაბა ჟინვალში არსებობს ძალიან დიდი პრობლემა კოლექტორთან დაკავშირებით. როდის დაიწყება ან საერთოდ თუ დაიწყება ამ პროექტის სამუშაოების განხორციელება?
პარტია "საქართველოსთვის"
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.