გიორგი შარაშიძე - ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციის რისკების პრევენციის მექანიზმის, შექმნა თბილისის საკრებულოში კვლავ ჩვენი გუნდის მთავარ მოთხოვნად რჩება (ვიდეო)
“ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციის რისკების პრევენციის მექანიზმის, შექმნა თბილისის საკრებულოში კვლავ ჩვენი გუნდის მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა, სამწუხაროდ, „ოცნების“ უმრავლესობას ამ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება არ გააჩნია!
ჩვენს მიერ გამოაშკარავებული ერთ–ერთი ხმაურიანი საქმე თბილისის მერიის მიერ რუსული სანქცირებული კომპანია „კამაზისგან“ ხუთ მილიონამდე ლარის სპეცტექნიკის შეძენას ეხებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, მერიამ მაინც არ გააუქმა ხელშეკრულება „კამაზთან“, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ არის სანქცირებული რუსული ტერორისტული არმიის სამხედრო კომპონენტებით მომარაგებისთვის.”
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.