Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტის პლენარულ სხდომათა კვლავ ხმაურია - ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი ბერაიას გადადგომას მოითხოვენ


პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ ხმაურია. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო პასუხისმგებლობა აიღოს და კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს.

დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენით იმ სფეროს აყენებს შეურაცხყოფას, რა მიმართულებითაც მუშაობს, ამიტომ სალაპარაკო არ უნდა გახადოს და დღესვე უნდა გადადგეს.

„კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!“- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

ელისაშვილი მანდატურებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...