“ნამეტანი არ მოგივიდეთ, შეირგეთ ბოდიში” – მდინარაძე ქალ დეპუტატებს
„ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიში“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ თეონა აქუბარდიასთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო.
დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაია, რომელმაც გუშინ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, თანამდებობიდან გადადგეს.
სხდომის გახსნისას, როდესაც პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს დღის წესრიგი გააცნო, სიტყვა ითხოვა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ. ხატია დეკანოიძის თქმით, დღევანდელი დღე ჩვეულებრივად ვერ დაიწყებოდა, ისე, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა.
„ახლა, თქვენ, მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ ყველას ერთად და რატომ – გუშინ, გადააჭარბა-თქო და ჩვენ თვითონ დავგმეთ, ადამიანმა ბოდიშები იხადა და ამ დროს, არცერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური, ვერც ვლაპარაკობ და ვერც გავიმეორებ, რა ბანერი გაშალეთ აქ თეა წულუკიანი რომ იყო. ქალი არ იყო, თუ ადამიანი არ იყო?!
mona.ge-ზე რომ გამოაქვეყნეს ქალი დეპუტატები, რომელიმემ ხმა ამოიღეთ?! მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეგ ნაკლები შეურაცხყოფაა?! მეტი არ არის?! ამიტომ, ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიშიც, ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი…
…ცოტა წესიერად მოიქეცით მართლა, ყველა“, – განაცხადა მდინარაძემ.
31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.
ამავე თემაზე:
- პრეზიდენტი ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს
- პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ — მელია ენმ-ის კაც დეპუტატებს
- “ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია” – ომბუდსმენი “ოცნების” დეპუტატებზე
- ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით – ქალი დეპუტატები “ოცნებას”
-
ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა — ხვიჩია
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.