ყაზახეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა - ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა
ყაზახეთის ყარაგანდას ოლქში, მაღაროში გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„კოსტენკოს მაღაროში 38 დაღუპული ადამიანის ცხედარი იპოვეს, რვა მაღაროელის ძებნა გრძელდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გაზის აფეთქება გახდა.
ყაზახეთში 29 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.