აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ბეირუთში აშშ-ის საელჩო აცხადებს.
ლიბანში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა ლიბანი, „უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო“ უნდა დატოვონ.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო, ლიბანი ახლავე დატოვონ. არ არსებობს იმის გარანტია, რომ კრიზისულ სიტუაციაში, აშშ კერძო პირებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას შეძლებს“, - წერს ბეირუთში აშშ-ის საელჩო „ტვიტერის“ გვერდზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.