ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ
ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის მიზნები გასაგებია - „ჰამასის“ სამხედრო და ხელმძღვანელი პოტენციალის განადგურება და ასევე, მძევლების სახლში დაბრუნება.”
მისივე თქმით, სახმელეთო შეჭრის გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული, როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოების კაბინეტების მიერ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დასაწყისი ეტაპი მასიური საჰაერო კამპანია იყო, “რათა საშუალება მიგვეცა ჩვენი სახმელეთო ჯარებისთვის, რაც შეიძლება უფრო უსაფრთხოდ ემოქმედათ“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.