Jump to content
Planeta.Ge

ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია


ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“თურქეთიდან მომავალი მძიმე განცხადებების გათვალისწინებით, მანდედან დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება გავეცი, ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გადაფასების მიზნით,” - წერს კოენი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენებში მთავარი დამნაშავე დასავლეთია.

როგორც ერდოღანმა სტამბულში გამართულ პროპალესტინურ მიტინგზე განაცხადა, ისრაელი „პაიკია,” რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გაწირავენ.

„დასავლურმა სამყარომ საკუთარი პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების მობილიზება მოახდინა, რათა ღაზას სექტორში ბავშვების, ქალებისა და უდანაშაულო ადამიანების ჟლეტა დააკანონოს, ხოლო ისრაელი ღიად აწარმოებს სამხედრო დანაშაულებს. ისრაელი არანაირად არ ღელავს ხალხის მკვლელობაზე… სწორედ დასავლეთი ატარებს უდიდეს პასუხისმგებლობას ღაზას სექტორში ჟლეტაზე. ღაზას სექტორში ჟლეტა - მთლიანად დასავლეთის საქმეა,” - განაცხადა ერდოღანმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...