Jump to content
Planeta.Ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო - აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დასკვნით დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტში საუბარია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დასკვნით დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტში საუბარია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე.

„2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები დასკვნით დოკუმენტში საუბრობენ ევროკავშირის მზაობაზე, მჭიდროდ იმუშაოს სამივე ქვეყანასთან – უკრაინას, მოლდოვას რესპუბლიკასა და საქართველოსთან, და დაეხმაროს ამ ქვეყნებს ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტში საუბარია სამივე ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...