Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

ისრაელის „ღმერთი“ წყევლის ყველას ვინც არ ეთაყვანება: „თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა: “ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 15). „წყეულიმც ხარ ქალაქად და წყეულიმც ხარ ველად!“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 16). „წყეულიმც იყოს შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და შენი ფარის ნამატი!“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 18). „მოგივლენს უფალი წყევლას, ფეთებას, შეჩვენებას შენი ხელის ყოველ ნამუშაკევში, რასაც კი გააკეთებ ვიდრე არ განადგურდები, ვიდრე მალე არ დაიღუპები, შენი ბოროტი საქმეებისათვის, იმისათვის რომ მიმატოვე“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 20). „მოგაწებებს უფალი შავ ჭირს“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 21). „მოგწყლავს უფალი ჭლექით, ციებ-ცხელებით, ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით; დაგიწყებენ დევნას, ვიდრე არ დაიღუპები“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 22). „დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე, ერთი გზით წახვალ მისკენ და შვიდი გზით გაექცევი მას“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 25). „მოგწყალვს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 28). „შენი ვაჟები და ასულები უცხო ხალხს ჩაუცვივდებიან ხელში, თვალები დაგევსება მათი ყურებით მთელი დღე და მკლავში აღარ გექნება ძალა“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 32). „დაძრავს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 49). „მოძალადე ხალხი რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 50). აი ასე წყევლის ძველი აღთქმის „ღმერთი“ მათ, ვინც არ ეთაყვანება. ძველი აღთქმის „უფლის“ ამგვარი „მჭერმეტყველება“ არის დჰარმულ სწავლებებში არსებული ერთდროულად სამი მცნების, სამი კანონის დარღვევა, ესენია აჰიმსა-ვრატა ანუ არაძალადობა, ცოცხალ არსებათათვის ზიანი არ მიყენება, ვაჩანა-გუპტი ანუ სიტყვების კონტროლი, რომლის არსი მდგომარეობს წყევლისგან, მუქარისგან, ლანძღვა-გინებისგან და სიტყვიერი დაშინებისგან თავის შეკავებაში და მანო-გუპტი ანუ გონების კონტროლი, რომლის არსი მდგომარეობს ბოროტი აზრების უარყოფაში. ბიბლიური „უფლისგან“ განსხვავებით ბუდა სავსეა უკიდეგანო თანაგრძნობითა და სიყვარულით და არავის არ წყევლის. ბიბლიური „უფლისგან“ განსხვავებით, ბუდას თვითმიზანი არის ცოცხალი არსებების ტანჯვისგან დახსნა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...