რომელ მოსამართლეებს ჩუქნიან ძვირადღირებულ საჩუქრებს? – IDFI-ის კვლევა
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მე-12 სასანქციო პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვატარებთ. განვიხილავთ თუ როგორ შევამციროთ დანარჩენი შემოსავლები, რომლებსაც რუსეთი ევროპასა და მის პარტნიორებისთვის ალმასების ექსპორტისგან იღებს”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა ერთობლივად მიმდინარეობს “დიდი შვიდეულის” ქვეყნებთან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტიანობის გაძლიერებაც სურს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.