Jump to content
Planeta.Ge

ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია – ისრაელის თავდაცვის ძალები


ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია.

IDF-ს განცხადებით, ჰამასის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ისამ აბუ რუკბეჰი ღამით ღაზაზე საჰაერო თავდასხმის დროს მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, აბუ რუკბეჰი  პასუხისმგებელი იყო ჰამასის უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე.

IDF-ს განცხადებით, აბუ რუკბეჰმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

14 ოქტომბერს IDF-მა განაცხადა, რომ ჰამასის საჰაერო ძალების წინა მეთაური მურად აბუ მურადი მოკლეს.


27 ოქომბერს, ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს, რომ „აფართოებენ სახმელეთო მოქმედებებს“ ღაზის სექტორში.

IDF-ის სპიკერ დანიელ ჰაგარის განცხადებას წინ უძღოდა ცნობები ღაზაში აფეთქებების დიდი სერიის შესახებ.

საერთაშორისო მედიის ცნობით, პარასკევს ღამით ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზაზე ყველაზე ინტენსიური იყო ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რაც კონფლიქტი გამწვავდა.

პალესტინის სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, რომელიც უზრუნველყოფს ღაზის სექტორის მობილურ მომსახურებას, განაცხადა, რომ ინტენსიურმა დაბომბვამ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სრული შეწყვეტა გამოიწვია.

მანამდე ისრაელის ჯარებმა განახორციელეს „მიზანმიმართული რეიდები“ ღაზის სექტორში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის მაცხოვრებლებს მოუწოდა, მათი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გადაინაცვლონ სამხრეთით.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...