„ჰამასის“ ტყვეებისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში ებრაული შაბათის სუფრა გაშალეს
თბილისის დიდმა სინაგოგამ „ჰამასის“ მიერ ისრაელიდან გატაცებული ტყვეების სოლიდარობის ნიშნად ტრადიციული ებრაული შაბათის სუფრა გაშალა. მაგიდაზე განთავსებულია ტყვეების ფოტოები, მათი სახელებით, ასაკითა და წარწერით „გატაცებულია“ [Kidnapped].
„21 დღეა რაც 229 ისრაელელი მძევლად ჰყავს „ჰამასის“ ტერორისტებს. ჩვენი 229 შვილი, ძმები, დები, დედები და ბაბუები ჯერ კიდევ არ არიან ჩვენი შაბათის სადილის მაგიდასთან. მადლობა ებრაულ თემს ამ მნიშვნელოვანი აქტისთვის და შეხსენებისთვის, რომ ჩვენი მაგიდები ჯერ კიდევ ცარიელია“, – წერს აქციასთან დაკავშირებით ისრაელის საელჩო საქართველოში.
„ჰამასმა“ ტყვეები ისრაელზე თავდასხმის პირველ დღეს, 7 ოქტომბერს აიყვანა და ღაზის მიმართულებით გაიტაცა. ტერორისტული ორგანიზაცია ირწმუნებაა, რომ მზადაა „სამოქალაქო ტყვეების“ გასათავისუფლებლად, თუმცა ამისთვის ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ამავე დროს ისინი ირწმუნებიან, რომ ყველა ტყვის ადგილსამყოფელი მათთვის ცნობილი არაა.
„ჰამასის“ თქმით, ყველა მძევალი მათ არ ჰყავთ და მოსაძებნად დრო სჭირდებათ
გარეკანის ფოტო: © ისრაელის საელჩო საქართველოში
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.