გიორგი შარაშიძე - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა (ვიდეო)
“საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, განსაკუთრებით ბოლო 30 წლიანი ბრძოლისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვონ. კანდიდატის სტატუსის მიღებას საკუთარ დამსახურებად ვერავინ მიიწერს ქართველი ხალხის გარდა!
ყველაზე მძიმე რეალობა არის ის, რომ საქართველო საგრძნობლად უკანაა იგივე მოლდოვასთან შედარებით და ჩამორჩება გაწევრიანების პროცესში.
ჩვენი გუნდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველა ეტაპზე პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებდა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ყველა ოპოზიციურ პარტიაზე."
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.