ხის დარგვის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ქალაქ თბილისის N 65-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ (ფოტოები)
ხის დარგვის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ქალაქ თბილისის N 65-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
სკოლის მოსწავლეებს ტყის მნიშვნელობის შესახებ სემინარი ჩაუტარდათ, რომლის შემდეგ მათ ხეების დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა უთხოვრის - Taxus baccata 5 ნერგი დარგეს.
Taxus baccata მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტური წიწვოვანი მცენარეა. იგი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში. სახეობა შეტანილია რეგიონულ და ეროვნულ წითელ ნუსხებში. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს დამტკიცებულ წითელ ნუსხაში მას მინიჭებული აქვს სტატუსი მოწყვლადი - VU, ხოლო IUCN -ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის გლობალურ წითელ ნუსხაში - LC - საჭიროებს ზრუნვას.
უთხოვრის დიდი ბუნებრივი კორომი აღმოსავლეთ საქართველოში ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში იგი გავრცელებულია კოლხურ ტყეებში.
უთხოვარი ასევე დაცულია "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" (CITES) კონვენციით.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.