Jump to content
Planeta.Ge

USAID საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს


USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს 14 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

პროგრამის წარდგენა დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი.

პროგრამა „განათლება მომავლისთვის“, რომელსაც USAID საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს, მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროგრამას საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია „ქემონიქსი“ ახორციელებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...