Jump to content
Planeta.Ge

ისრაელი გაეროს გენმდივნის გადადგომას ითხოვს „ჰამასის“ თავდასხმის საფუძვლებზე საუბრის გამო


ისრაელი გაეროს ენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებზე ვიზებს აღარ გასცემს, იტყობინება The Times of Israel.

ისრაელის პროტესტის მიზეზი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 24 ოქტომბერს გუტიერეშის გამოსვლა გახდა, რა დროსაც მან ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის საფუძვლის ახსნა დაიწყო.

მისი თქმით, „ჰამასის თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა“. გუტიერეშმა ამ კონტექსტში ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზეც ისაუბრა:

„პალესტინელი ხალხი 56 წელია, სულთამხუთავი ოკუპაციაში ცხოვრობს. ისინი ხედავენ, მათ მიწას როგორ შთანთქავს ისრაელის ახალი დასახლებები და ძალადობაც როგორი გავრცელებულია; მათი ეკონომიკა მოგუდულია; მათი ხალხი დევნილად იქცა და სახლებიც დანგრეულია. მათი იმედები საკითხის პოლიტიკურ მოგვარებაზე კი ქრება“, — განაცხადა გუტიერეშმა.

თუმცა, გაეროს გენმდივანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს არ ამართლებს „ჰამასის“ თავდასხმას, ხოლო თავდასხმა არ ამართლებს ისრაელის მხრიდან „პალესტინელთა კოლექტიურ დასჯას“.

გუტიერეშის გამოსვლას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ისრაელში. გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა „შოკისმომგვრელად“ შეაფასა მისი განცხადებები და აღნიშნა:

„გაეროს გენერალური მდივანი, რომლისთვისაც გასაგებია ბავშვთა, ქალთა და ხანდაზმულთა მასობრივი მკვლელობის კამპანია, გაეროს ვერ უხელმძღვანელებს. მოვუწოდებ, გადადგეს“.

ელი კოენმა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გააუქმა ნიუ-იორკში გასამართი შეხვედრა გუტიერეშთან. გაეროს გენმდივანი გააკრიტიკა ისრაელის საომარი კაბინეტის წევრმა, ოპოზიციონერმა ბენი განცმაც – „ბნელია დღეები, როცა გაეროს გენერალური მდივანი ამართლებს ტერორს“.

ამასთან ერთად, ისრაელი აგრეთვე აღარ გასცემს ვიზებს გაეროს წარმომადგენლებისთვის. ელჩ ერდანის თქმით, ვიზაზე უკვე უარი ეთქვა მარტინ გფიფითსს, გუტიერეშის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში.

„დროა, მათ გაკვეთილი ვასწავლოთ“, – აღნიშნა ერდანმა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...