Jump to content
Planeta.Ge

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გაიმართა


პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან., - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს. 

 
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია, რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე, აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა და საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბაშარული.

 
შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლის რეგიონში და, მათ შორის, ქალაქ რუსთავში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; რეგიონულ და მუნიციპალურ ჭრილში პარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობის გააქტიურება, სამომავლო გეგმები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი and ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ გამოსახულება

შეიძლება იყოს 6 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

შეიძლება იყოს 9 ადამიანი, ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ, განათება and ბრბო გამოსახულება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...