Jump to content
Planeta.Ge

კონტრაბანდული სიგარეტის საქმეზე აგარის პოლიციის ხელმძღვანელი დააკავეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა. როგორც რადიო „მოზაიკა“ იუწყება, საუბარია იოსებ გელაშვილზე, რომელიც აგარის პოლიციის უფროსია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულს დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვას ედავებიან. უწყების ცნობით, მისი საცხოვრებელი სახლის, ავტომობილისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...