ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა
ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
მერიის ცნობით, ისნის გამგეობამ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა
„ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, – ამბობენ მერიაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.